AI ვიდეოსტუდია
შენს იდეას
ვიდეოდ
ვაქცევთ.
ვქმნით სარეკლამო ვიდეოებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. მოგვიყევი, რა გჭირდება — იდეას ერთად მოვიფიქრებთ.
ნახე,რას ვქმნით.
პროდუქტის ვიდეოები, მოკლე ამბები და სარეკლამო იდეები — თითოეულს თავისი ხასიათი აქვს.
აქ ნაჩვენები ბრენდები და პროდუქტები გამოგონილია. ეს ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრებია და არა კლიენტების შეკვეთები.
ხუთი წუთიცმაღვიძარანახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი ნუშარანუშის სასმელინახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი ვიტო სტუდიო — სიტუაციებიბოლო ხინკალინახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი ჩაიხუტეჩაინახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი გადამაფარეპლედინახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი შავი დანიშავი ჩაი და ჩაიდანინახე სრული ვიდეოშემოქმედებითი ექსპერიმენტი
ბრენდის იდეიდან — სარეკლამო ვიდეომდე.
ზოგჯერ ყველაფერი სახელითა და შეფუთვით იწყება. აქ ნახავ, როგორ ვქმნით ბრენდს და შემდეგ მის გარშემო ვიდეოს ვაწყობთ.
აქ ნაჩვენები ბრენდები და პროდუქტები გამოგონილია. ეს ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრებია და არა კლიენტების შეკვეთები.
როგორი ვიდეოგჭირდება?
ახალი პროდუქტის წარდგენა, ბრენდის გაცნობა თუ ვიდეო სოციალური ქსელებისთვის — ერთად შევარჩევთ, რა მოუხდება შენს მიზანს.
პროდუქტის ვიდეო
ვაჩვენებთ შენს პროდუქტს ახლოდან — მის ფორმას, ფერსა და დეტალებს. ვქმნით გარემოს, რომელიც მის თავისებურებებს წარმოაჩენს.
ვიდეო სოციალური ქსელებისთვის
ვქმნით რილსებსა და მოკლე სარეკლამო ვიდეოებს იმ პლატფორმისთვის, სადაც მათ გამოქვეყნებას გეგმავ.
ბრენდის ვიდეო
ვყვებით, რას აკეთებს შენი ბრენდი, რისი სჯერა და რა გამოარჩევს.
ვიდეოკამპანია
ვქმნით საერთო იდეით დაკავშირებულ ვიდეოების სერიას — სხვადასხვა ფორმატისა და არხისთვის.
კარგი ვიდეოკარგი იდეითიწყება.
- სად გამოჩნდება შენი პროდუქტი ყველაზე საინტერესოდ?
- რომელი დეტალი მოუყვება მასზე ყველაზე მეტს?
- როგორ ვაქციოთ ეს ყველაფერი ერთ კარგ ვიდეოდ?
ამ კითხვებს VITO-ში ერთად ვპასუხობთ.
ვიფიქრებთ შენს ბრენდზე, მოვძებნით იდეას და ვიდეოდ ვაქცევთ. ვწერთ სცენარს, ვქმნით სცენებს და ვმუშაობთ მონტაჟზე, ხმასა და მუსიკაზე.
ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა ჩანაფიქრის გამოცდაში გვეხმარება. ვარჩევთ იმას, რაც შენს ბრენდს შეეფერება და სათქმელს ყველაზე კარგად გადმოსცემს.

ყველაფერი ერთისაუბრით იწყება.
- 01

გვიყვები, რა გჭირდება
მოგვწერე შენს პროდუქტზე, აუდიტორიასა და გეგმებზე. თუ იდეაც გაქვს, გაგვიზიარე.
- 02

ვთანხმდებით იდეაზე
გთავაზობთ მიმართულებას და ერთად ვაზუსტებთ სამუშაოს მოცულობას, ფასსა და ვადას.
- 03

ვქმნით ვიდეოს
გაჩვენებთ შუალედურ ვერსიას, მოვისმენთ შენიშვნებს და დავამუშავებთ დეტალებს.
- 04

გადმოგცემთ მზა ვიდეოს
მიიღებ დასრულებულ მასალას წინასწარ შეთანხმებულ ფორმატებში.
მზა იდეააუცილებელიარ არის.
„ახალი პროდუქტი გვაქვს და გვინდა, ხალხს გავაცნოთ.“
„ვიდეო გვჭირდება, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორი.“
„მაგალითი ვნახეთ და მსგავსი განწყობა მოგვწონს.“
მოგვწერე, რას აკეთებ და რაში გჭირდება დახმარება.
როგორი იქნება ვიდეო, საუბრისას ერთად მოვიფიქრებთ.
ხშირად გვეკითხებიან
არა. დასაწყისისთვის საკმარისია მოგვიყვე შენს პროდუქტზე და იმაზე, რა გჭირდება. იდეასა და სცენარს ერთად მოვიფიქრებთ. თუ ჩანაფიქრი უკვე გაქვს, მუშაობას იქიდან დავიწყებთ.
გამოგვიგზავნე ის, რაც უკვე გაქვს: პროდუქტის ფოტოები, ლოგო, საიტის ბმული ან მოკლე აღწერა. თუ რომელიმე ვიდეო მოგწონს, გაგვიზიარე და გვითხარი, რა მოგეწონა მასში.
ფასი დამოკიდებულია იდეაზე, ვიდეოს ხანგრძლივობაზე, სცენების სირთულესა და ვერსიების რაოდენობაზე. როცა გავიგებთ, რა გჭირდება, კონკრეტულ შეთავაზებას მოგიმზადებთ.
ვადას პროექტის მიხედვით ვათანხმებთ. თუ ვიდეო კონკრეტული თარიღისთვის გჭირდება, თავიდანვე გვითხარი, რომ სამუშაო ამის გათვალისწინებით დავგეგმოთ.
დიახ. მუშაობის დაწყებამდე შევთანხმდებით, როდის გაჩვენებთ შუალედურ ვერსიებს და რა მოცულობის ცვლილებები შედის პროექტში.
დიახ. გვითხარი, სად აპირებ ვიდეოს გამოქვეყნებას. შესაბამის ზომებს, ხანგრძლივობასა და ვერსიების რაოდენობას წინასწარ შევათანხმებთ.
დიახ. დაწყებამდე წერილობით შევთანხმდებით, სად გამოიყენებ ვიდეოს — სოციალურ ქსელებში, საიტზე თუ ფასიან რეკლამაში. გამოყენების პირობებიც ამ შეთანხმებაში აისახება.
ვიყენებთ შენი პროდუქტის ფოტოებსა და ლოგოს ფაილებს და შექმნილ კადრებს მათ ვადარებთ. თუ ხელოვნურმა ინტელექტმა დეტალი შეცვალა, ვასწორებთ ან სხვა კადრს ვარჩევთ. საბოლოო ვერსიას შენთან ვათანხმებთ.
დიახ. ქართულ ტექსტს მონტაჟისას ვამატებთ. გახმოვანების ხმასა და ჩაწერის გზას წინასწარ შევათანხმებთ, ჩანაწერს კი საბოლოო ვერსიამდე მოისმენ.
ეს იმ პლატფორმის მოთხოვნებზეა დამოკიდებული, სადაც ვიდეო გამოქვეყნდება. წესები იცვლება, ამიტომ გამოქვეყნებამდე ერთად გადავამოწმებთ, რა მონიშვნაა საჭირო.
მოგვიყევი,რას გეგმავ.
რა პროდუქტზე ან ბრენდზე მუშაობ? როგორი ვიდეო გჭირდება და როდის? მოგვწერე ის, რაც უკვე იცი — დანარჩენს საუბრისას დავაზუსტებთ.












