მთავარ შინაარსზე გადასვლა

იტვირთება

მოგვიყევი შენი იდეა

პროდუქტის ვიდეო

ვაჩვენებთ შენს პროდუქტს ახლოდან — მის ფორმას, ფერსა და დეტალებს. ვქმნით გარემოს, რომელიც მის თავისებურებებს წარმოაჩენს.

როდის გამოგადგება

როცა ახალ პროდუქტს წარადგენ, შეფუთვას ცვლი ან გინდა, მყიდველმა უკეთ დაინახოს, რას სთავაზობ. ვიდეოს ვარგებთ იმ ადგილს, სადაც მას გამოაქვეყნებ.

რას მოიცავს სამუშაო

ვმუშაობთ იდეასა და სცენარზე, ვარჩევთ გარემოს და ვქმნით პროდუქტის კადრებს. შემდეგ ვამონტაჟებთ ვიდეოს, ვამატებთ ხმასა და მუსიკას და ვამზადებთ შეთანხმებულ ფორმატებს.

რით დავიწყოთ

პროდუქტის ხარისხიანი ფოტოები, ლოგო და მოკლე აღწერა: ვისთვის არის შენი პროდუქტი და რა გამოარჩევს. თუ სასურველი სტილის მაგალითიც გაქვს, გაგვიზიარე.